აფხაზი სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები გალის რაიონის ნაბაკევში 27 სექტემბერს ახალ სასაზღვრო საგუშაგოს გახსნიან. ეს განცხადება აფხაზეთში მდგარი რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ახალმა ხელმძღვანელმა გენერალმა სერგეი კომარენცევმა გააკეთა. მან ამ თანამდებობაზე იური ზვირიკი შეცვალა.
მისივე თქმით, ამას გარდა 21 სექტემბრიდან აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ყოველწლიური ჰუმანიტარული აქციაც დაიწყება. აქციის ფარგლებში გალის, ოჩამჩირის, ტყვარჩელის, გულრიფშისა და სოხუმის რაიონის მოსახლეობა სამედიცინო დახმარებას მიიღებს.