ლტოლვილთა დაგანსახლების სამინისტრო "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს არასწორ ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებს. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 21 დეკემბერს გაზეთ "კვირის პალიტრა"-ში გამოქვეყნდა ცილისმწამებლური და არასწორ ფაქტებზე აგებული სტატია სათაურით: "კობამ თქვა, კობა, შინ არ არისო". სტატიის ავტორი ქალბატონი ხათუნა პაიჭაძე ცხინვალის რეგიონიდან დევნილ გია ცოტნიაშვილზე დაყრდნობით ყალბ ინფორმაციებს ავრცელებს, რომლითაც დევნილების პროვოცირებას ახდენს.
პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილია რამდენიმე ფაქტი და აღნიშნულია, რომ ყველა მათგანი სიმართლეს არშეესაბამება.
ფაქტი #1. სამაჩაბლობან დევნილი გია ცოტნიაშვილი აცხადებს: "რასაც დღეს ლტოლვილებს გვიშვებიან, ომზე მეტი საშინელებაა. ხან ორსულიან ოჯახს ცალ-ცალკე 2 ბინას აძლევენ, ხან კი 5-6 სულიან ოჯახს ერთ პატარა კოტეჯში ყრიან. ხალხი რომ მიაწყდა, შეშინდნენ, დაიბანეს ხელები და ყველაფერი გადააბრალეს თვითმმართველობის ორგანოებს. გამგეობის ხელმძღვანელები კითხულობენ, ეს ჩვენი მომხრეა თუ მოწინააღმდეგეო და ამის მიხედვით იძლევიან კომპენსაციას."
სამინისტრიო განმართავს, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება. ბატონ გია ცოტნიაშვილის ოჯახი 4 წევრისგან შედგება (მეუღლე - ლეილა ბერუაშვილი და 2 შვილი). მართალია, ის ირწმინება, რომ 10 000 ლარიანი კომპენსაცია არ მიუღია, თუმცა ტყუის.
"მის ოჯახს 10 000-ლარიანი კი არა, 10 000-დოლარიანი კომპენსაცია მიღებული აქვს თანხის გაცემის პირველ ეტაპზე - 16.01. 2009 წელს. თანხის მიმღები მისი მეუღლეა. საინტერესო ის არის, რომ ამ შემთხვევაში, მან თავიდანვე თაღლითობა იხმარა. მეუღლე და ერთი შვილი ცალკე დაარეგისტრირა, თითქოს გაყრილი ოჯახი, და თავად ცალკე პირადი ნომერი აიღო. აღნიშნული თაღლითობის საფუძველზე, ბატონი ცოტნიაშვილი ცდილობდა, ერთ ოჯახზე 10 000 დოლარიანი კომპენსაცია ორჯერ აეღო. ეს რომ ვერ მოხერხდა, სწორედ ამან გამოიწვია მისი გაღიზიანება. ცოტნიაშვილების ოჯახი კანდელაკის #12-ში, კომპაქტურ ჩასახლებაში ერთად ცხოვრობს და მათი გაყრა მხოლოდ თაღლითობის ნაწილი გახლავთ. უფრო მეტიც, ვინაიდან მას კომპენსაცია აღებული აქვს, სახელმწიფო ფართით არ უნდა სარგებლობდე", _ აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტრო განმარტავს, რომ კომპენსაციის გაცემის საკითხში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო არ ერევა. მას საქართველოს მთავრობის განკარგულებები არეგულირებს. აღნიშნულის შესაბამისად, 10 000-ინი კომპენსაციის გაცემა ხორციელდება იმ დაზარალებულ ოჯახებზე, რომლებმაც სახლემწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ და ახლადაშენებულ საცხოვრებელ ფართებზე უარი განაცხადა. მთავრობის განკარგულებების შესაბამისად, ოჯახების სიების შედგენა შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობებს დაევალა, ხოლო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კომპენსაციებს თვითმმართვლობების მიერ მოწოდებული სიების შესაბამისად გასცემს. ამ ეტაპზე კომპენსაცია მიღებული აქვს 1700 ოჯახს.
და, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, სადაც ბატონი ცოტნიაშვილი კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს. სტატიაში მოყვანილი ფაქტები სრული სიცრუეა. ბატონი აცხადებს, რომ კორუფციული გარიგებების შესახებ ინფორმაციები სამინისტროს მიაწოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროში არცერთი ოფიციალური წერილი არ შემოსულა. შეტყობინება არც "ცხელი ხაზის" მეშვეობით მიგვიღია. სამინისტრო მზად არის, ნებისმიერ ელემენტარულ გადაცდომაზე, რომელიც დევნილთა უფლებების შელახვას ეხება, რეაგირება მყისიერად მოახდინოს და მზადაა, ნებისმიერი დამრღვევი საქართველოს კანონმდებლობის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.
თუმცა, ჟურნალისტი არ დაინტერესებულა კონკრეტული დეტალები ეკითხა რესპონდენტისთვის. მართალია, ბატონი გია ცოტნიაშვილი ამტკიცებს, რომ სამინისტროს არაერთი განცხადებით მიმართა, თუმცა, ესეც სიცრუეა. ბატონი ცოტნიაშვილის სახელით სამინისტროში ერთადერთი განცხადებაა შემოსული, სადაც ის მინისტრს შუამდგმლობას სთხოვს, პროდუქტის მიღების აღრიცხვაზე დააყენონ.
და ბოლოს, ჟურნალისტი წერს, რომ ის კომენტარებისთვის მინისტრს დაუკავშირდა,თუმცა მის ტელეფონზე უპასუხეს, რომ კობა არ არის. შესაბამისად, ჟურნალისტმა დასკვნა გამოიტანა და სტატიას "კობამ თქვა, კობა, შინ არ არისო" დაარქვა. თუ ჟურნალისტს აღნიშნული ინფორმაციების გადამოწმება ნამდვილად სურდა, ამისთვის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო არსებობს. სამინისტრო ნებისმიერ მედიასაშუალებასთან ღიაა. სამწუხაროა, რომ არასწორი ფაქტებით დევნილთა პროვოცირებას სწორედ მედიასშუალებები ახდენენ.
მთლიანობაში, საცხოვრებელი ფართი 10 000-მდე ოჯახს (25 000 სული) დაუკანონდა. აშენებულია 4379 კოტეჯი და შესყიდული და გარემონტებულია 1540 ბინა. უფრო მეტიც, როცა ჟურნალისტი სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ცდილობს. კარგი იქნება შესრულებული სამუშაოებით და პრიორიტეტებით დაინტერესდეს, რომლის მიხედვითაც, 2011 წლის ბოლოსთვის საკუთარი ჭერი ყველა დევნილს ექნება.