ამერიკული ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავმა იამაიკაზე ქალაქ კინგსტონის აეროპორტში კატასტროფა.
ამერიკული ავიაკომპანიის "ამერიკან ეარლაინზის" სამგზავრო თვითმფრინავმა იამაიკაზე ქალაქ კინგსტონის აეროპორტში კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას ამის შესახებ ფოქს ნიუსი ავრცელებს. თვითმფრინავი მაიამიდან კინგსტონში მიფრინავდა. იგი საფრენი ბილიკიდან გადავიდა და ორ ნაწილად გაიხლიჩა. თვითმხილველთა თქმით, ამ დროს ძლიერი წვიმა მოდიოდა.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სი ენ ენის ინფორმაციით თვითმფრინავის ბორტზე 145 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მსხვერპლის შესახებ ვერც სი ენ ენი ავრცელებს ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ აეროპორტის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით ზოგი მგზავრი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.