დღეს, 10 სექტემბერს, 14:00 საათზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში, არშა-გარბნის საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე, გაიმართება პროექტის "სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში მდებარე საბავშვო ბაღის შენობის ოპტიმატიზაციის გზით" შედეგების პრეზენტაცია.
პროექტი განახორციელა ორგანიზაციამ "თემი და გარემო" ლიხტენშტეინის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლობით.
პროექტი მიზნად ისახავს სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში მდებარე საბავშვო ბაღის შენობის ოპტიმატიზაციის გზით.
გარდა ამისა, პროექტის ამოცანებია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში მდებარე საბავშვო ბაღის შენობის ოპტიმატიზაცია და რეაბილიტაცია; ბაღის შენობის ნაწილის სრული რემონტი და მასში საბავშვო ბაღის განთავსება; ბაღის დარჩენილი ნაწილის გარე ფასადის რემონტი; საბავშვო ბაღის აღჭურვა ავეჯით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, სათამაშოებით, საბავშვო ლიტერატურით და სხვა აუცილებელი ინვენტარით; საბავშვო ბაღის შენობის აღჭურვა ენერგოეფექტური სისტემებით (გაზზე მომუშავე ენერგოეფექტური გათბობის სისტემების მოწყობა, წყლის გამაცხელებელი ჰელიო (მზის ენერგიის) სისტემების დამონტაჟება და ენერგოეფექტური ნათურების დაყენება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი მოსახლეობა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.