უახლოეს მომავალში ცხინვალის მცხოვრებლების სახლებში წყლის მრიცხველებს დააყენებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის კაპიტალური მშემენლობისა და არქიტექტურის "მინისტრი" ჩერმენ ხუგაევი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაო, რომელთა შედეგად ცხინვალის მცხოვრებლების საცხოვრებელი სახლები ცენტრალურ საკანალიზაციო და სასმელი წყლის არხებს შეუერთდება. მისი თქმით, ყოველივე ამისთვის სამშენებლო მასალა უკვე შესყიდულია და სამუშაოისთვის მხოლოდ რამდენიმე კვირა იქნება საჭირო.
"ამის შემდეგ კი ცხინვალის მცხოვრებლების სახლებში წყლის მრიცხველები დამონტაჟდება", _ აცხადებს ხუგაევი.