გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი "ჰიუნდაის" მარკის ავტმობილი ხიდიდან გადავარდა. ძლიერი ავარიის მიუხედავად მანქანაში მსხდომი ორივე პიროვნება გადარჩა.
მანქანამ ჯერ ხიდის ჯებირები გაამტვრია, შემდეგ კი 70 მეტრის სიგრძეზე ინერციით ავტოგასამართი სადგურის ბანერს შეეჯახა.
შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ადგილზე სასწაფო, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები მივიდნენ.
დაზარალებულები პირველ კლინიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. მათი მდგომარეობა მძიმე მაგრამ სტაბილურია.