დღეს, 9 სექტემბერს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, გორში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბალეტის სამხატვრო ხელმძრვანელმა ნინო ანანიაშვილმა განუცხადა, მსურველები ღონისძიებაზე დასწრებას სპეციალური მოსაწვევების საშუალებით უფასოდ შეძლებენ.
"რომელი თეატრიც სურვილს გამოთქვამს, რომ მათ სცენაზე ვიცეკვოთ, აუცილებლად ჩავალთ. ჩვენ მათ ვუზიარებთ და ვაჩვენებთ იმ შრომას, რასაც თბილისში ვეწევით. ვფიქრობ, ჩვენი ხელოვნება დასაფასებელია. რაც უფრო ახლოს და ცოცხლად ხედავს მაყურებელი, მით უფრო აფასებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ანანიაშვილმა.
დასის წევრები საცეკვაო ნომრებს სხვადასხვა სპექტაკლიდან შეასრულებენ.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასი გორში კონცერტს პირველად მართავს.
შეგახსენებთ, რომ დასმა დასმა ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით ამგვარი კონცერტი ფოთში და ქუთაისში უკვე გამართა.