ფრაქცია ,,ძლიერი საქართველოს~ თავმჯდომარემ გია თორთლაძემ "ლუსტრაციის შესახებ~ კანონპროექტი და ე.წ. `პატრიოტის აქტი~ ერთ კანონპროექტში გააერთიანა, ,,თავისუფლების ქარტია~ დაარქვა და საზოგადოებას ამ ფორმით წარუდგენს.
მართალია, ორი კანონპროექტის გაერთიანების შესახებ ინფორმაცია კარგა ხანია გავრცელებულია და გაერთიანებული კანონპროექტის პრეზენტაცია პარლამენტში რამდენჯერმე დაიგეგმა და გადაიდო კიდეც, მაგრამ საბოლოოდ პრეზენტაცია დღევანდელ ბრიფინგზე გაიმართა.
როგორც თორთლაძემ განაცხადა, ორივე კანონპროექტის ძირითადი პრეამბულა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაა, რამაც მას საშუალება მისცა იგი ერთი კანონპროექტის სახით ჩამოეყალიბებინა.
,,თავისუფლების ქარტიაში~ ორივე კანონპროექტი თითქმის უცვლელი სახითაა გაერთიანებული და მას გია თორთლაძე პარლამენტში დღესვე დაარეგისტრირებს.