საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში ვერ მოიპოვა გამარჯვება. ამჯერად, საქართველომ მალტასთან სტუმრად ითამაშა წარუმატებლად. "ტა ქალიზე" გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-15 წუთზე თავური დარტყმით საქართველოს ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ გახსნა. მასპინძლებმა 25-ე წუთზე გაათანაფრეს მიფსუდის გოლით. შეხვედრას 7 000 მაყურებელი დაესწრო. საქართველომ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: რევიშვილი, კაშია, ხიზანიშვილი, კალაძე, გრიგალავა, კანკავა, კობიაშვილი, ანანიძე (კობახიძე 77), იაშვილი (დვალიშვილი 61), თარგამაძე, მარცვალაძე (დვალიშვილი 66). აღნიშნული მატჩის შემდეგ "ჯვაროსნებს" 10 ქულა მოუგროვდათ და მე-4 პოზიციაზე დარჩნენ. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველო ბოლო მატჩს საბერძნეთის წინააღმდეგ თბილისში გამართავს. D ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა ასეთია:
1. ხორვატია 8 6 1 1 16-5 19
2. საბერძნეთი 8 5 3 0 10-4 18
3. ისრაელი 9 4 1 4 11-1113
4. საქართველო 9 2 4 3 6-7 10
5. ლატვია 8 2 2 4 7-10 8
6. მალტა 8 0 1 7 4-17 1