აშშ-მა და ევროპამ საქართველო უნდა შეაიარაღოს. ეს განცხადება ამერიკის კონგრესის ზედა პალატის წარმომადგენელმა, რესპუბლიკელმა სენატორმა გააკეთა.
რიჩარდ ლუგარის განმარტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სისუსტე კავკასიის რეგიონს არასტაბილურს გახდის. ლუგარის აზრით პირველ რიგში დასავლეთმა ქართული ანტისარაკეტო სისტემების გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს, რაც ქვეყანას გარე ძალებისგან დაცვის საშუალებას მისცემს.