ხობის რაიონს ახალი სოფელი შეემატა. პრეზიდენტის განკარგულებით, სოფელ პატარა ფოთის რაიონს გაღმა მდებარე უბანი გამოეყო, რომელსაც შავღელე ეწოდა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ხობის რაიონში შუახევის, ქედასა და ხულოს რაიონის სტიქიისგან დაზარალებული 300 ოჯახი ჩამოასახლეს და ახალი სოფელი, შავღელე სწორედ მათთვის შეიქმნა.
სოფელს აქვს თავისი სკოლა, მოპირკეთებულია გზა. უახლოეს მომავალში სოფელში სასმელი წყლის პრობლემაც გადაიჭრება.
სოფელმა დღესასწაული შავღელეობაც დააფუძნა, რომელიც ტრადიციული იქნება. წლევანდელ ზეიმზე სპეციალურად იყვნენ ჩასულნი შუახევის, ქედასა და ხულოს რაიონის როგორც ხელმძღვანელი პირები, ასევე შავღელეს მაცხოვრებელთა ნათესავები.
გაიმართა კონცერტიც, რომელშიც როგორც ადგილობრივი, ასევე აჭარიდან ჩამოსული სტუმრები მონაწილეობდნენ.