ქარელში "თავისუფალი დემოკრატების" რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ შმაგი კოპაძე აირჩიეს.
როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ეს უკვე მესამე ორგანიზაციაა, რომელიც შიდა ქართლში დაფუძნდა.
"შიდა ქართლი საქართველოს გულია არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ იმიტომაც, რომ აქ ყველაზე მებრძოლი ხალხი ცხოვრობს. ჩვენ შიდა ქართლში უკვე მესამე ორგანიზაცია დავაფუძნეთ. მე ხშირად ვარ გორისა და ხაშურის რაიონის სოფლებში. ქარელშიც ხშირი სტუმარი ვიქნები. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ჩვენ მიზანს მივაღწევთ და "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნების გზით დავამარცხებთ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.