დღეს, 3 სექტემბერს, დაბა სტეფანწმინდაში სახალხო დღესასწაული "ყაზბეგობა 2011" გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები. მოეწყობა ცნობილი ქართველი დიზაინერის ლიკა ყაზბეგის დეფილე .
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, დღესასწაული ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართება. საზოგადობის წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარდგებიან ყაზბეგის, დუშეთის, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები.
გარდა ამისა, მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდება სპორტული ღონისძიება (დოღი), საბრძოლო ხელოვნებით წარდეგბა ხრიდოლი.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დღესასწაული დაბა სტეფანწმინდაში რამდენიმე წელია ყოველ სექტემბერს ტარდება და ხევის ტრადიციების პოპულარიზაციას ემსახურება. ღონისძიება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.