დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები მევენახეები რთველის დაწყებაზე უარს ამბობენ. როგორც მევენახეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, რთველის საკოორდინაციო შტაბიდან მათ წნორის ღვინის ქარხანაში საფერავის 65 თეთრად ჩაბარება შესთავაზეს, რასაც გლეხები არ აპირებენ.
„წელს სარწყავი წყალი არ მოგვცეს. ალაზნიდან პომპებით მოვრწყეთ ვენახები. ერთი მორწყვა 500-600 ლარი დაგვიჯდა. წამლობამ დაახლოებით 1300-1400 ლარი წაიღო, მოხვნამ 300 ლარი. 2000 ლარზე მეტი დახარჯული გვაქვს და არაფერი აღარ გვრჩება. ფიზიკურ შრომაზე აღარაფერს ვამბობთ. 65 თეთრად რომ ჩავაბაროთ, ზარალით ვამთავრებთ. 250 ლარს მარტო მანქანა ითხოვს აქედან წნორამდე ყურძნის წასაღებად. ფასებს ხომ მაინც მთავრობა განსაზღვრავს და 10 თეთრით მაინც გაზარდონ", - აღნიშნეს მევენახეებმა.
კახეთში ყურძენი ყველაზე ადრე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში იწევა