საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ყველა მუნიციპალიტეტში, რაიონის მთავარი აგრონომის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება.
„რაიონის მთავარი აგრონომის მოვალეობა იქნება მისი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით ფერმერების და გლეხების კონსულტირება როგორც ახალი კულტურების და ჯიშების შესახებ, ასევე წარმოების ახალი მეთოდების სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ. შერჩეული სპეციალისტები სტაჟირებას აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში გაივლიან," - განაცხადეს სამინისტროში.
სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 სექტემბერი.