ესპანეთში, შესაძლოა, სექსუალური უმცირესობების მსოფლიოში პირველი ქალაქი გაჩნდეს. ასეთ ქალაქად ესპანური მოკლინეხო მოიაზრება, რომელიც ანდალუზიის პროვინცია მალაგაში მდებარეობს.
იმ შემთხვევაში, თუ 2012 წლის იანვარში დაგეგმილ რეფერენდუმზე, ქალაქის 1274 მცხოვრებიდან 1000-ზე მეტი თანახმა იქნება, მოკლინეხოს ყველა სახლს ვარდისფრდ შეღებავენ.
ინიციატივას, რომელიც გეების ყოველწიური საერთაშორისო დღესასწაულის ორგანიზატორმა ჰავიერ ჩეკამ წარმოადგინა, მხარი უკვე დაუჭირა მოკლინეხოს მერმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელი მოეწერა კონტრაქტებს რამდენიმე კომპანიასთან, რომელთა საფუძველზედაც 600 ახალ სახლს ააშენებენ. ეს სახლები სექსუალური უმცირესობების ესთეტიკის შესაბამისი იქნება. ჰავიერ ჩეკა ქალაქის მერიასთან კონტრაქტს ხელს მომავალ კვირაში მოაწერს. სახლების ვარდისფრად შეღებვის გარდა ქალაქში შეიქმნება ოფიციალური პარკი, სადაც ქალაქის მცხოვრებნი პარტნიორებს შეარჩევენ.
გეების ქალაქის შექმნა, მოკლინეხოს მერის განცხადებით, პირველ ყოვლისა, ეკონომიკურ კრიზისსა და უმუშევრობის პრობლემებს გადაჭრის, ვინაიდან მშენებლობებზე ბევრი ადამიანი დასაქმდება. გარდა ამისა, ასეთი ქალაქის არსებობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.