ფარმაცევტული კომპანია "ჯი-პი-სი" უარყოფს მედიის საშუალებებით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ პოლიკლინიკებს რეგისტრირებული ვაქცინებით ამარაგებს, რომლის გამოყენება ნებადართულია მოზრდილებისთვისაც და ბავშვებისთვისაც.
პრეპარატ "ენჯერიქს ბეს" 1-მილიგრამიანი სუსპენზიის შემოტანასთან და გამოყენების წესთან დაკავშირებით განმარტებების "ჯი-პი-სისგან" დირექტორმა დავით კილაძემ გააკეთა. როგორც მან განაცხადა, რამდნიმე დღის წინ ერთ-ერთმა მეიდასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს "ჯი-პი-სის" პოლიკლინიკებში შეაქვთ არარეგისტრირებული ვაქცინა, რომლის გამოყენება განკუთვნილია მოზრდილებისთვის და მიუხედავად ამისა, მას ბავშვების ასაცრელად იყენებენ. კილაძის თქმით, ითქვა, თითქოს წამლის რეგულირების სააგენტომ ქვეყანაში არარეგისტრირებული ვაქცინის შემოტანისთვის "ჯი-პი-სის" წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და პრეპარატის შეფუთვა-მარკირების წესების დარღვევისთვის უჩივლა.
"პრეტენზიას მხოლოდ შეფუთვა-მარკირების წესების დარღვევასთან დაკავშირებით ვიზიარებ. დანარჩენი ინფორმაცია კი სინამდვილეს არ შეესაბამება. საქართველოს ჯანდაცვის უწყების სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, "ენჯერიქს ბეს" 1-მილიგრამიანი სუსპენზია საქართველოში რეგისტრირებულია. ქვეყანაში აღნიშნული ვაქცინის იმპორტი ჩვენი მხრიდან სწორედ ამ ინფორმაცის საფუძველზე ხორციელდება", - განაცხადა კილაძემ.
ექიმების განმარტებით, ვაქცინის ინსტრუქციის შესაბამისად, 0-იდან 10 წლამდე ბავშვებისთვის განსაზღვრული ვადაა 10 მკგ-ია. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელიც ხელმძღავნელობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინის მიხედვით, იძლევა რეკომენდაციას, რომ "ენჯერიქს ბეს" 20 მკგ-ის გამოყენება შესაძლებელია ორ ცალკე პედიატრიულ დოზად, თუ ვაქცინის მოხმარება ფლაკონის გახსნისთანავე სპეციალური ავტოდექტრუქციული შპრიცით მოხდება. აღნიშნული მითითება დოზირების დარღვევას გამორიცხავს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეს რეკომენდაცია პოლიკლინიკებში ბავშვების ვაქცინაციის დროს გათვალისწინებული იყო. რაც შეეხება სასამართლოში ჩივილს, კილაძის ინფორმაციით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ "ჯი-პი-სის" წინააღმდეგ სარჩელი მხოლოდ შეფუთვა-მარკირების წესების დარღვევისთვის შეიტანა, რადგან პერეპარატზე წარწერა ებრაულ ენაზეა.
კილაძის თქმით, იმპორტი განხორციელდა GშK-ის ოფიციალური დისტრიბუტორისგან ისრაელში. ეს ფაქტი წინასწარ შეთანხმებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. ვაქცინის იმპორტი განხორციელდა საქართველოში ბე ჰეპატიტის ვაქცინის მწვავე დეფიციტის აღმოსაფხვრელად უმოკლეს ვადაში. "ჯი-პი-სი" მზადაა, გადაიხადოს შეფუთვა-მარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა. ხოლო დანარჩენ ბრალდებებთან დაკავშირებით მედიისგან გავრცელებული მცდარი ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს. კილაძის განცხადებით, კომპანია "ჯი-პი-სი" 10 წელზე მეტია უმსხვილესი ევროპული და ამერიკული მწარმოებლებისგან საქართველოში ვაქცინების იმპორტს აწარმოებს. მისი თქმით, 1999 წელს "ჯი-პი-სიმ" ბე ჰეპატიტის ვაქცინა ქვეყანაში პირველმა დაარეგისტრირა და შემოიტანა.