დედოფლისწყაროში მაწანწალა ძაღლები დახოცეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ძაღლების დასახოცად მონადირეებს ტყვია - წამალი გამგეობამ მისცა, თუმცა გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ ძაღლების დახოცვასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
„არ ვიცი ვინ დახოცა. გამგეობას არავისთვის დაუვალებია. არ დავხოცავდით და თავშესაფარში გადავიყვანდით, ოღონდ თავშესაფარი არ გვაქვს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილმა.
ქალაქის ქუჩები დახოცილი მაწანწალა ძაღლებისგან დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გაწმინდეს.