დღეს, 30 აგვისტოს ოზურგეთის სამხატვრო გალერეაში ფოტოგამოფენა, სახელწოდებით -,,ბრიზი მთაში" გაიმართება.
სამდღიანი ფოტოტური, რომელიც ერთი თვის წინ გურიის რეგიონში, კერძოდ, ურეკში, ნაბეღლავსა და ბახმაროში წინასწარ შერჩეულ მარშრუტზე გაიმართა, მიზნად ისახავდა გურიის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი რეგიონის რეკლამირებას შიდა და გარე ბაზარზე, მის რებრენდინგს.
გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ერთგვარი შემოქმედებითი მივლინების დროს მონაწილე 9 ფოტოგრაფი თემის შეუზღუდავად იღებდა მაღალმხატვრული ღირებულების მასალას. შერჩეული სამოცამდე საუკეთესო ფოტო კი გამოიფინა და დამთვალიერებელი მას დღეს იხილავს.
ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პროექტის სათაური წამოვიდა ბახმაროს იმ უნიკალური თვისებიდან, რომ იქ ორიათას ორასი მეტრის სიმაღლეზე ზღვის ნიავი აღწევს.
პროექტში მონაწილეობდნენპროფესიონალი ფოტოგრაფები გურამ წიბახაშვილი, ქოლგას და ბათუმის ფოტოკონკურსის-ბათუმი, უფრო მეტი, ვიდრე ქალაქი-გამარჯვებული შოთა გუჯაბიძე, სალომე საღარაძე. ადგილობრივი ფოტომოყვარულები.
პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საგრანტო პროგრამით დაფინანსდა.