რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ქუთაისში რამდენიმე დღის წინ აფეთქებული "დიდების მემორიალი" მოსკოვში აღდგება.
რუსული მედიის ინფორმაციით, მთავრობის პრეზიდიუმის სხდომაზე პუტინმა მემორიალის აფეთქებას "ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებისათვის საერთო ისტორიის წაშლის მორიგი მცდელობა უწოდა".
"შესაძლებლად მიმაჩნია ამ მემორიალის აღდგენა, ჩვენი ერთ დროს ერთიანი სახელმწიფოს დედაქალაქში _ მოსკოვში", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.