კახეთში გეოლოგები გამოიძახეს. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, არის თუ არა უსაფრთხო ლაგოდეხში სტიქიის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსებში.
იმ შემთხვევაში თუკი გეოლოგების დასკვნა უარყოფითი იქნება, აღნიშნულ კორპუსებში მაცხოვრებლებს საკუთარი სახლების დატოვება მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ სტიქიამ ლაგოდეხში ორი საცხოვრებელი კორპუსის საძირკველს საყრდენები გამოეცალა. ძლიერმა წვიმებმა დააზიანა ინფრასტრუქტურა, მოშალა ელექტრო- და წყალგაყვანილობის სისტემები.
რაიონს სულ 7 მილიონი ლარის ზიანი მიადგა.