ყაზბეგის ხდის ხეობაში დაკარგულ ალპინისტს ეძებენ. ის 4 დღის წინ, მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ხეობაში მეგობრებთან ერთად მწვერვალ გორის დასალაშქრად იმყოფებოდა.
დაკარგული ალპინისტის მეგობრების განმარტებით, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო ჯგუფი გარკვეულ მონაკვეთზე დაბანაკდა, მან კი გზა განაგრძო, რის შემდეგაც მთამსვლელის კვალი იკარგება.
ხდის ხეობაში მაშველთა 6 კაციანი ჯგუფი სამძებრო სამუშაოებს დღეს დილიდან აწარმოებს.