საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ლიბიის გარდამავალი საბჭოს ლიდერებს მომავლ კვირას პარიზში უმასპინძლებს. როგორც სარკოზიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის საბჭოს ლიდერებთან განიხილავს ქვეყნის მომავალს, რომელიც მუამარ კადაფის გარეშე წარიმართება.
"მუამარ კადაფი კრიმინალი და ცინიკოსია. ის მაინც ცდილობს ხელისუფლებაში ყოფნას, მიუხედავად იმისა, რომ ლიბიელმა ხალხმა გაიმარჯვა. კადაფის დასარული გარდაუვალია და ეს ძალიან მალე მოხდება",- განაცხადა სარკოზიმ.
ლიბიაში დღეს შექმნილ მდგომარეობას ეხმიანებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
"იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ლიბიაში სისხლისღვრა დასრულდება", - აღნიშნულია ლავროვის უწყების განცხადებაში.
იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი მუამარ კადაფს მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს "უსარგებლო" წინააღმდეგობა და დანებდეს.
ამ დრომდე უცნობია მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი. თუმცა დადგინდა კადაფის კიდევ ერთი ვაჟის მუთასიმის ადგილსამყოფელი. ის კადაფის ტრიპოლში, ბაბ ალ-აზიზიას რეზიდენციაში იმყოფება.