ლიბიელმა ამბოხებულებმა, რომლებმაც დღეს ტრიპოლიზე სრული კონტროლი დაამყარეს, ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ - მწვანე მოედანს უკვე სახელიც გადაარქვეს.
ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, დღეიდან ქალაქის მთავარ მოედანს "წამებულთა მოედანი" დაერქმევა.
მისივე ცნობით, მოედანზე ამჟამად შეკრებულნი არიან ტრიპოლის მკვიდრნი, რომლებიც სკანდირებენ: "ჩვენ თავისუფლები ვართ".
ამბოხებულთა წარმომადგენლების განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ისინი, პრაქტიკულად, მთელს ქალაქს აკონტროლებენ, რიგ რაიონებში მაინც ისმის სროლის ხმა კადაფის მომხრეებსა და ამბოხებულებს შორის.
ამბოხებულები ცდილობენ მოლაპარაკებები გამართონ კადაფის რეჟიმის მომხრეებთან, რათა მათ დაყარონ იარაღი და თავიდან იქნას აცილებული უაზრო სისხლის ღვრა.
საგანგებო დაცვის ქვეშაა აყვანილი სამთავრობო დაწესებულებები. ქალაქში შესული ანტისამთავრობო ფორმირებები ცდილობენ დაამყარონ წესრიგი, თუმცა უკვე ჩნდება ინფორმაციები მოროდიორობისა და ძარცვის შესახებ.