საგარეჯოს რაიონის სოფლებში ყანდაურასა და ბოგდანოვკაში ვენახები, სიმინდისა და საზამთროს ნათესები დაისეტყვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყანდაურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ავთო გოგიაშვილმა განუცხადა, სოფელში დაახლოებით 30 ჰექტარზე, ყურძნის მოსავლის 40% განადგურდა.
"სეტყვა გვიან ღამით მოვიდა და ერთი საათი გაგრძელდა. საზამთრო სულ დახეთქა. ვენახი კი დაახლოებით 30 ჰექტარზე 40%-ით დაისეტყვა. მზე რომ დააჭერს, დასეტყვილი ყურძენი გაწითლდება, ლპობას დაიწყებს და ზუსტ ზარალს მერე გავიგებთ", - აღნიშნა რწმუნებულმა.
სოფელ ბოგდანოვკის რწმუნებულის მიშა ობოლაშვილის ცნობით, დაისეტყვა 20 ჰექტარი ვენახი და 50 ჰექტარი სიმინდი. „სიმინდი სულ მიწაზე გაასწორა", - განაცხადა სოფელ ბოგდანოვკის გამგებელმა.