ლაგოდეხში, ადიდებულმა მდინარე შრომის ხევმა რესტორანი „ნაძვები" მთლიანად დაანგრია და წაიღო. რესტორნის ადგილზე არაფერი აღარ არის დარჩენილი. რესტორანი კერძო პირის ისაკო ცქიფურიშვილის საკუთრება იყო.
ლაგოდეხის რაიონში სტიქია დღეს, დილიდან მძვინვარებს. ყველაზე რთული მდგომარეობა ქალაქ ლაგოდეხში, ზაქათალის ქუჩაზეა, სადაც ორი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. ადიდებული მდინარე შრომის ხევიდან გადმოვარდნილი წყალი პირდაპირ საცხოვრებელი კორპუსების ეზოში მიედინება და შენობებს დანგრევის საფრთხეს უქმნის. წყალმა კორპუსების ეზოდან 8 ავტოფარეხი წაიღო.