ადიდებულმა ხევმა ლაგოდეხის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან რამდენიმე მეტრში საქართველო - აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის ნაწილი წაიღო.
გზაზე მანქანების მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებით არის შესაძლებელი, რის გამოც საზღვრის გადაკვეთისას შეფერხებებია.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა განუცხადა, გზაზე აღდგენითი სამუშაოები 22 აგვისტოს დილიდან დაიწყება.