კახეთში წვიმიანი ამინდები მომავალ კვირასაც შენარჩუნდება.
"28 აგვისტომდე ნავარაუდევია ხანმოკლე ხასიათის წვიმები. რაც შეეხება გამოდარებას, ჰაერის ტემპერატურა 29 აგვისტოდან მოიმატებს", - აღნიშნავენ გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ძლიერი წვიმის შედეგად კახეთში საგარეჯოს, ლაგოდეხისა და გურჯანის რაიონებში მოვარდნილმა წყალმა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სავარგულები დატბორა. დახოციალია შინაური ფრინველი და პირუტყვი. ასევე ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა შიდა გზები და წაიღო ხიდები.