კახეთის გუბერნატორის, გიორგი ღვინიაშვილის ვარაუდით, სტიქიის შედეგად კახეთისთვის მიყენებული ზარალი "ცოტა არ იქნება".
როგორც გუბერნატორი აცხადებს, ამ ეტაპზე ზარალის დათვლა ჯერ ვერ ხერხდება, რადგან რეგიონში სტიქიას ისევ კიდევ ებრძვიან.
"ზარალზე საუბარი ჯერ ნაადრევია, სანამ საბოლოო სურათი და შედეგები არ გვეცოდინება. თუმცა, ინფრასტრუქტურის მხრივაც და სავარგულებშიც ზარალი ცოტა ნამდვილად არ იქნება", - აღნიშნა ღვინიაშვილმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის კახეთში სტიქიას როგორც ადგილობრივი ძალებით ებრძვიან, ასევე მის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც არის ჩართული.