ლაგოდეხში მდინარე შრომის ხევის ადიდების გამო ორი საცხოვრებელი კორპუსიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა.
როგორც კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, სტიქიის შემდეგ ყველაზე რთული მდგომარეობა ლაგოდეხში შეიქმნა.
"ლაგოდეხში წვიმის შემდეგ პატარა ხევებიც კი მდინარეებად არის ქცეული. რაიონის მიმდებარე სოფლებში დატბორილია უამრავი საცხოვრებელი სახლი. ასევე, ადიდებულმა მდინარე შრომის ხევმა საფრთხე თავად ლაგოდეხში ორ კორპუს შეუქნა, რის გამოც მოსახლეობა სახლებიდან უკვე გამოვიყვანეთ", - აღნიშნა გუბერნატორმა.
გარდა ამისა, ღვინიაშვილის თქმით, მდინარემ ლაგოდეხის საავადმყოფოსთან მისასვლელი გზა თითქმის მთლიანად წაიღო.
"მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში წვიმამ უკვე გადაიღო, სანამ მდინარეებში წყლის დონე არ დაიწევს, დაზიანებული გზებისა და ხიდების შეკეთების დაწყება შეუძლებელია", - აცხადებს კახეთის გუბერნატორი.