ხვალ, 21 აგვისტოს მომღერალი სოფო ხალვაში საკუთარ მშობლიურ ქალაქს უმღერებს. მსმენელის წინაშე სოფო ხალვაში პირველი სოლო კონცერტით წარსდგება.
აჭარის ტელევიზიის ინფორნაციით, ერთსაათიან კონცერტზე სოფო ხალვაში სხვადასხვა ჟანრის 13 სიმღერას შეასრულებს, რომელიც მისთვის ანა ქასრაშვილმა შექმნა. მათ შორის იქნება ქასრაშვილის "სიმღერა ბათუმზე", რომელმაც ამავე სახელწოდების კონკურსზე პირველი ადგილი მიიღო. აკომპანიირებას მომღერალს თავად კომპოზიტორი და მუსიკოსთა ჯგუფი "ბანდეროლი" გაუწევს.
სოფო ხალვაშის და ანა ქასრაშვილის პირველ სოლო კონცერტს კლუბი "თეიქ ფაივი" უმასპინძლებს. საღამო ხვალ, 2100 საათზე დაიწყება, მანამდე კი ბენდთან ერთად ისინი რეპეტიციებს გადიან.
მასალის გამოყენების პირობები