გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში, 3000 წლის წინანდელი წარმართული სამლოცველოს შესწავლის მიზნით, სპეციალისტები არქეოლოგიურ გათხრებს ერთ კვირაში დაიწყებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ისტორიკოსმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, ვარაუდობენ, რომ ძეგლი მსოფლიო მნიშვნელობისაა.
„სალოცავი 1960-აინ წლებშია აღმოჩენილი, მაგრამ მაშინ შესწავლა ვერ მოხერხდა. ქარსაცავი ზოლის ქვეშ არის მოქცეული. რამდენიმე დღის წინ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გათხრების ნებართვა გასცა და სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყება. გათხრებს ცნობილი არქეოლოგი კიაზო ფიცხელაური უხელმძღვანელებს. სავარაუდოდ, ეს წარმართული სალოცავი, რომელიც რიყის ქვით არის ნაშენები და რომლის დიამეტრიც 80 მეტრს აღწევს, ომის ღვთაების სახელზეა აშენებული. სალოცავისთვის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალაა შეწირული", - განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები