ცხინვალში სეპარატისტული რეჟიმის პარლამენტმა ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების თარიღი დაამტკიცა.
სააგენტო "რესის" ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის დღევანდელ სესიაზე "საპრეზიდენტო არჩევნების" თარიღად 13 ნოემბერი დარჩა.
ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სეპარატისტული რეჟიმი "რეფერენდუმსაც" ჩაატარებს, სადაც რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების საკითხი დადგება.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერს, ედუარდ კოკოითის, ე.წ. პრეზიდენტობის "ვადა" მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურება.