საქართველოს სამი მოქალაქის "საქმე" ე.წ. საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებით ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის პროკურატურას გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 11 აგვისტოს სატვირთო მანქანით, რომელიც ხილით იყო დატვირთული ე.წ. საზღვარი სოფელ დიცთან საქართველოს სამმა მოქალაქემ "უკანონოდ" გადაკვეთა.
სეპარატისტების განცხადებით, "საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის" ასევე დაკავებულია გორის რაიონის სოფელ ტირძნისის მცხოვრები გურამ იმერლიშვილი.