სეპარატისტული ხელისუფლება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაზარალებულ მოსახლეობას სამი წლის შემდეგ ფინანსურ დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ლიდერის ადმინისტრაციის საორგანიზაციო განყოფილბის უფროს ვლადიმირ უშაკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ომის დროს დაზარალებული მოსახლეობა, რომელთა სახლებიც ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი, ფინანსურ დახმარებას მიიღებს.
უშაკოვის ინფორმაციით, სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც, მოქალაქეების მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებების შემდეგ, საქმეს შეისწავლის, რის შემდეგაც ფინასური დახმარების ოდენობასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.