აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერ ვიაჩესლავ ცუგბას მტკიცებით, ე.წ. საპრზიდენტო არჩევნებზე უცხოელ დამკვირვებლებს ელოდებიან.
როგორც ცუგბამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 60 ადამიანზე მეტმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით დააკვირდნენ.
მისივე თქმით, "კანონის" თანახმად, ე.წ. პარლამენტმა "საპრეზიდენტო არჩვენებზე" დასასწრებად 100-მდე მოწვევა უცხო ქვეყნაბში უკვე გაგზავნა, პირველ რიგში კი რუსეთის ფედერაციაში და დსთ-ს წევრ ქვეყნებში.
"მოწვევა გავგზავნეთ საფრანგეთში, უნგრეთში, ბელგიაში, იტალიაში, ავსტრალიაში და აფრიკულ სახელმწიფოებში," - აღნიშნა ცუგბამ.
შეგახსნებთ, რომ აფხაზეთის სეპარატისული რეჟიმის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება, რომელშიც "პრეზიდენტობის" პოსტისთვის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი, პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა და ოპოზიციონერი რაულ ხაჯიმბა იბრძოლებენ.