პროექტი „არტ ექსპერიმენტ შოუ" აჭარის რეგიონში ჩატარდება. პროექტი ჩატარდება ბათუმის ძველ ბულვარში (ფანტანთან), გონიოსა და კვარიათში. არტ ექსპერიმენტ შოუს ფარგლებში დაგეგმილია თეატრისა და კინოს სახელმწფო უნივერსიტეტის სტუდენტი მსახიობების მიერ დადგმული თოჯინების შოუ - მერლინ მონრო, ჩარლი ჩაპლინი, ლუი ამსტრონგი, რეი ჩარლზი; პანტომიმის მსახიობების დადგმა, პერფორმანსი - თეატრალური დრამატული ეტიუდების ჩვენება, ქორეოგრაფიული, მუსიკალური და გასართობი ხასიათის თეატრალიზებული სანახაობა და "ფლეშ მობი"- თემაზე "უბრალოდ, გაიღიმე" (Just Keep Smiling).
არტ ექსპერიმენტ შოუში მონაწილეობენ - თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
პროექტი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი 15 აგვისტოს დაიწყო და 19 აგვისტოს დასრულდება.