ცხინვალში სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები 13 ნოემბერს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ცხინვალის რეჟიმის ე.წ. პარლამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
სეპარატისტული პარლამენტის გადაწყვეტილებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის 13 ნოემბერს ჩატარდება, თუმცა მანამდე აღნიშნული თარიღი ე. წ. პარლმენტის სესიაზე უნდა დამტკიცდეს, რომელიც 17 აგვისტოს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერ ედუარდ კოკოითის ე.წ. პრეზიდენტობის ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურება.