სერბეთის პორეზიდენტმა ბორის ტადიჩმა და პრემიერ-მინისტრმა მირკო ცვეტკოვიჩმა ხელი მოაწერეს განაცხადს ქვეყნის ევროკავშირში შესვლის შესახებ. პრეზიდენტმა და პრემიერმა ასევე ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს. ბორის ტადდიჩის თქმით, აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობაში გამართული სერიოზული კონსულტაციების შემდგომ იქნა მიღებული. როგორც ცნობილია ადრე ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე საბჭო, რომელიც სერბეთის მთავრობაში მუშაობს დაადგინა, რომ სერბეთი აღნიშნულ განაცხადს ევროკავშირის წევრობის სურვილის შესახებ მიმდინარე წლის ბოლომდე გააკეთებს.
სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებას რიგი ოპოზიციური პარტიები ეწინააღმდეგებიან. კერძოდ, ეს არის სერბეთის რადიკალური პარტია, რომელსაც ტომისლავ ნიკოლიჩი ხელმძღვანელობს და რომელსაც სერბეთის პარლამენტში 250 არსებული ადგილიდან 58 აქვს. აღნიშნული პოლიტიკური ორაგანიოზაციის ლიდერები ევროკავშირის ნაცვლად რუსეთთან და ჩინეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას უჭერენ მხარს.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ 2009 წლის 19 დეკემბრიდან სერბეთის, ჩერნოგორიისა და მაკედონიის მოსახლეობა ევროკავშირში ვიზების გარეშე ჩასვლას შეძლებდნენ. ექსპერტთა აზრით უმოკლეს დროში შეზღუდვები იუგოსლავიის ყველა სახელმწიფოსათვის მოიხსნება. საუბარია ალბანეთზე, რომელსაც ადრე თუ გვიან ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ასევე საუბარია კოსოვოზე.