აფხაზმა სეპარატისტებმა დღეს საქართველოს 4 მოქალაქე გაათავისუფლეს.
"პირველი არხის" ინფორმაციით, ზუგდიდის ოთხი მცხოვრები ორი თვის წინ სამუშაოდ გუდაუთაში წავიდა. მათ მშენებლობაზე დასაქმებასა და მაღალ ანაზღაურებას დაჰპირდნენ. სამუშაოს დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ ქართველები საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააპატიმრეს და უშიშროების იზოლატორში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, მათ ოჯახებს უცნობი პირი დაუკავშირდა, ადვოკატად გაეცნო და თითოეულის გათავისუფლების სანაცვლოდ, თავდაპირველად 15 000 დოლარი მოითხოვა, ხოლო მოგვიანებით 10 000-ის დოლარის მიღებას დასთანხმდა.
ოჯახის წევრებმა თანხა გადაიხადეს და უკანონოდ დაკავებულები სამ საათში გაათავისუფლეს.