დღეს, 15 აგვისტოს, 21:00 საათზე, ბათუმის პიაცაზე კონცერტი „შერბურის ქოლგები" გაიმართება. მსმენელის წინაშე თამარ გვერდწითელთან ერთად თბილისისა ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი, იტალიელი დირიჟორი ჯან-ლუკა მარჩიანო და დიდი მაესტრო მიშელ ლეგრანი წარსდგებიან.
მიშელ ლეგრანი ბათუმს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
კონცერტის ორგანიზატორებია ჯეო-არტ ჰოლდინგი, აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია.