სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე სენაკს სტუმრობს.
მინისტრმა რაიონში მდებარე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლი მოინახულა და აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა.
კალმახელიძემ შეხვედრა მოსახლეობასთანაც გამართა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ამასთან, უფასო იურიდიული დახმარების მომსახურების პირობები გააცნო და იურიდიული კონსულტაცია ადგილზე გაუწია.
საქართველოში იურიდიული დახმარების სამსახურის 11 ბიურო, ხოლო ორი საკონსულტაციო ცენტრი თბილისში უკვე ფუნქციონირებს.