დღეს, 13 აგვისტოს, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ზუგდიდის რაიონის მცხოვრებლებს შეხვდება.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი 12 აგვისტოს მარტვილის რაიონის მცხოვრებლებს შეხვდა. ალასანიამ მარტვილის ცენტრში რამოდენიმე შეხვედრა გამართა. მოინახულა სოფლები: მუხურჩა , სალხინო და თამაკონი. თავისუფალმა დემოკრატება ადგილობრივებს პარტიის სამოქმედო პროგრამა წარუდგინეს.
"უმუშევრობა აქ როგორც მთელი საქართველოში მთავარი პრობლემაა. სააკაშვილის მიერ ხელდასმულმა გოროზიების კლანმა მარტვილში სივრცე არ დაუტოვა მცირე და საშუალო ბიზნესს. მათ ყველაფრის კოტროლი სურთ. კლანური მართვა უნდა დასრულდეს მარტვილშიც და ყველა სხვა რაიონშიც", - განაცხადა ალასანიამ მარტვილელებთან შეხვედრის შემდეგ.