"ქრისტიან-დემოკრატები" "დიდების მემორიალის" ადგილზე პარლამენტის შენობის ნაცვლად ეკლესიის აგების ინიციატივით გამოდიან.
აღნიშნული წინადადება პარტიის წარმომადგენლებმა დღეს, ქუთაისში სტუმრობისას და იმ ადგილის მონახულებისას გაახმაურეს, სადაც გუშინ მემორიალის აფეთქების შემდეგ ტრაგედია დატრიალდა.
მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე მემორიალის დემონტაჟზე პასუხისმგებელი პირების დასჯასაც მოითხოვს.