პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიხეილ ჩოგოვაძე იმერეთის გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრეს-პიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტი კოპენჰაგენიდან დაბრუნდა და საგანგებო თათბრი გამართა.
ჩოგოვაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ქუთაისში. ძეგლის, "დიდების მემორიალის" დემონტაჟისას მომხდარი ტრაგიკლული შემთხვევა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო კოპენჰაგენში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში დღეს ბრუნდება.
მიხეილ ჩოგოვაძე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად 2008 წლის 26 აპრილს დაინიშნა. 2003 წლის 2 დეკემბრიდან მიხეილ ჩოგოვაძე იმერეთის საოლქო პროკურორად, ხოლო 2005 წლის 10 იანვრიდან დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში "დიდების მემორიალის დემონტაჟისას მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. რკინა -ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟისას დაირღვა უსაფრთხოების ნორმები და უბედური შემთხვევა სწორედ ამან გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.