15 აგვისტოს, საღამოს 21:00 საათზე, ბათუმის პიაცაზე კონცერტი „შერბურის ქოლგები" გაიმართება. მსმენელის წინაშე თამარ გვერდწითელთან ერთად თბილისისა ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი, იტალიელი დირიჟორი ჯან-ლუკა მარჩიანო და დიდი მაესტრო მიშელ ლეგრანი წარსდგებიან.
კონცერტის ორგანიზატორებია ჯეო-არტ ჰოლდინგი, აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია. ბილეთები თბილისის მარჯანიშვილის თეატრისა და ბათუმი დრამატული თეატრის სალაროებში გაიყიდება.