ცხინვალის რაიონის სოფელ ქორკულაში საქართველოს მოქალაქე ივლონ ოქროპირიძემ თავი მოიკლა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ე.წ. შს სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 30 ივლისს ე.წ. შს ორგანოებში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქე ივლონ ოქტოპირიძემ თავი მოიკლა. მისი ცხედარი სოფელ ქორკულაში იპოვეს.
"ივლონ ოქტოპირიძის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას გააეცა", - იუწყება ოსური მხარე.