მსოფლიო ვარსკვლავმა ენრიკე იგლესიასმა ბათუმი დატოვა. ის საქართველოდან წუხელ გაფრინდა.
ევროპის მოედანზე გამართული კონცერტის შემდეგ ენრიკე იგლესიასმა თაყვანისმცემლებთან ფოტოები გადაიღო, ჟურნალისტებთამ კი მცირე კომენტარი გააკეთ.
"კარგი შოუ იყო. აღფრთოვანებული და ბედნიერი ვარ. კონცერტზე კარგი საზოგადოება იყო შეკრებილი", - განაცხადა მსოფლიო ვარსკვლავმა.
ენრიკე იგლესიასმა ქართველი მსმენელისთვის თავისი ბოლო ალბომიდან "euphoria" ცამეტი სიმღერა შეასრულა და თაყვანიმცემლებთან ერთადაც იმღერა. მომღერალმა სცენაზე ქართული ღვინოც დააგემოვნა.
კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. MTV Live Georgia ქართულმა ჯგუფმა "სტეფანე და 3G"-მ გახსნა, მოგვიანებით სცენაზე სოფო ნიჟარაძე გამოჩნდა, რომელმაც სამი ინგლისურენოვანი სიმღერა შეასრულა. ამრიკელმა კომპოზიტორმა კრისტიან უოლსმა კომპოზიციები სპეციალურად ქართველი მომღერლისთვის დაწერა. აღსანიშნავია, ისიც რომ სწორედ უოლსმა შექმნა სიმღერები მეგა-ვარსკვლავ სელინ დიონის ბოლო ალბომისთვის. მაყურებლის წინაშე ასევე წარსდგა ჯგუფი "ელდრაინი".
MTV Live Georgia-ზე მსმენელთა დასწრება უფასო იყო. ევროპის მოედანზე მინიმუმ 8 ათასი ადამიანი შეიკრიბა. რამდენიმე ათასი მელომანი კონცერტს ბულვარსა და თეატრთან დამონტაჟებული მონიტორებიდანაც ადევნებდა თვალყურს.
კონცერტი MTV World Stage-ის მეშვეობით მსოფლიოს 156 ქვეყანაში 600 მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა.