საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო კოპენჰაგენში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში "დიდების მემორიალის დემონტაჟისას უბედური შემთხვევა მოხდა. დემონტაჟისას მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ვერსიით, რკინა -ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟისას დაირღვა უსაფრთხოების ნორმები და უბედური შემთხვევა სწორედ ამან გამოიწვია.
დემონტაჟს ჯერძო კომპანია აწარმოებდა, რომელსაც ხელშეკრულება ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გააფორმა. მომხდართან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.