სამხრეთ ოსეთი და მისი ხალხი რუსეთთან მაქსიმალური ინტეგრაციისკენაა მიმართული. აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი და აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი მინსკისგან მისი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ელის.
"სამხრეთ ოსეთის მოსახლეონბა ისტორიულად რუსეთზეა ორიენტირებული და მას არასოდეს დაავიწყდება მოსკოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ", _ აცხადებს კოკოითი.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოში შესაძლოა მხოლოდ მას შემდეგ გაერთიანდეს რაც ბელორუსი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
"სამხრეთ ოსეთი რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოში მას შემდეგ შეიძლება გაწევრიანდეს, რაც ბელორუსი ჩვენს დამოუკიდებლობას სცნობს", _ აცხადებს ედუარდ კოკოითი რუსულ მედიასთან საუბარში.